ლაგოდეხში 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

კახეთში, 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი, პირველ ოქტომბერს გვიან ღამით დააკავა.

სამძებრო სამუშაო ლაგოდეხში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიცია 58 წლის კაცს ეძებდა, რომელსაც სააპელაციო სასამართლომ გუშინ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და  5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში  დამნაშავედ ცნო.

შეგახსენებთ, გასულ წელს კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა. 2020 წლის 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო. ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

არასრულწლოვანი ბავშვის ბაბუის ინფორმაციით, გამართლებული პირი პროცესებს აღარ ესწრებოდა. 
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კაცმა, რომელსაც სასჯელი მიესაჯა, მიმალვა სცადა. ჩადენილი დანაშაული 11- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

ავოტრი:ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი