უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია და ნიდერლანდებიდან F-16-ები მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია  და ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიიღო ნიდერლანდებიდან. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ისე თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. 

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მიიღო დიდი ხნის ნანატრი გაძლიერება – პირველი ფრანგული Mirage 2000 და F-16 გამანადგურებლები ნიდერლანდების სამეფოდან. ეს თანამედროვე საბრძოლო მანქანები უკვე უკრაინაშია და მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიების შესრულებას, გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვას და რუსეთის აგრესიას ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევენ." - განაცხადა უმეროვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ თვითმფრინავები ქვეყანაში ოთხშაბათს ჩავიდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ შეუძლია გაამჟღავნოს უკრაინისთვის გადაცემული ფრანგული Mirage-ების რაოდენობა, თუმცა დაამატა, რომ რაოდენობა პრეზიდენტ მაკრონთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისია. 


 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი