იაპონიაში საქართველოს ელჩისა და ოლიგარქის შვილის უტა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, იაპონიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტია გახარია საქართველოსთვის ესმაურება.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.
ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.
ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს. "- აცხადებენ გახარიას პარტიაში.