ოლიგარქის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, "ოცნების" პარლამენტის მიღებულ რეპრესიულ კანონპროექტებს ხელი მოაწერა. კანონით უკიდურესად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ცვლილებები შევიდა შეკრება მანიფესტაციების კანონში, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გაიზარდა, სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა, გაიზარდა პოლიციელის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების შემთხვევაში საპატიმრო ვადები, აიკრძალა დახურულ სივრცეში ნებართვის გარეშე პროტესტი და სპონტანური აქციისთვისაც კი საჭირო გახდა ნებართვის აღება.
მიღებულ კანონპროექტებს მკვეთრად უარყოფითად აფაესებს საია. საიას შეფასებით, ცვლილება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს