სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს შეხვდა
პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.
ფაშინიანი შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების მე-5 ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომელიც ვაშინგტონში იმართება.