საცდელი რეისი მოსკოვიდან, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" ბადრა გუნბა იმყოფებოდა, სოხუმის აეროპორტში დაეშვა.
სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი.
2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია "ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან". აღნიშნული კომპანია რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟს ეკუთვნის.