ადვოკატის თქმით, მოწმე პოლიციელმა სასამართლოზე თქვა, რომ მათე დევიძემ ჯოხი მხარში დაარტყა, თუმცა დაზიანება ზურგზე მიიღო

გამოქვეყნდა:

21 წლის მათე დევიძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურის მოწმე, "დაზარალებულმა" პოლიციელმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დღეს თქვა, რომ დევიძემ ჯოხი წინიდან დაარტყა, მაგრამ დაზიანება ზურგზე მიიღო: 

"ბიძინა ჟამერაშვილმა მისცა ასეთი ჩვენება, წინიდან ჯოხის დარტყმის შედეგად, მან მიიღო დაზიანება მხარზე და ზურგზე. დანარჩენი გამოკითხვის დროს, იმ ფაქტს, რომ პოლიციელები ცრუობენ, გავამყარებთ. ცხადზე ცხადია, რომ ჯოხის დარტყმა მხარში, ზურგზე ზიანს ვერ მოგაყენებს" აღნიშნა ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.  

თავად "დაზარალებულმა" პოლიციელმა კი პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარში მათე დევიძეს ფაქტობრივად განაჩენი სასამართლომდე გამოუტანა და თქვა - "გულწრფელად ვამბობ, ადამიანურად მეცოდება, ამდენი წელი ციხეში რომ უნდა იყოს".
 

რეჟიმის პატიმრის, მათე დევიძის მომდევნო სასამართლო სხდომა 19 თებერვლისთვის ჩაინიშნა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი