ტრამპის გაპრეზიდენტების მერე, აშშ-დან მექსიკაში 11 000-მდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდა, მათ შორის დაახლოებით 2 500 არამექსიკელია

გამოქვეყნდა:

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, 20 იანვრის მერე, მექსიკამ აშშ-სგან თითქმის 11 000 დეპორტირებული მიგრანტი მიიღო.

ამასთან, შეინბაუმის ცნობით, ხსენებული 11 000-დან დაახლოებით 2 500 პირი მექსიკელი არ არის. შეინბაუმის თქმით, მექსიკამ დეპორტირებული მიგრანტების გარკვეული ნაწილის რეპატრიაცია დაიწყო და ჰონდურასში გაგზავნა.

კვირის დასაწყისში, მან დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის ფარგლებშიც ერთი თვით გადავადდება მექსიკის წინააღმდეგ გამოცხადებული 25%-იანი ტარიფების დაწესება, სანაცვლოდ კი მექსიკა ჩრდილოეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 10 000 წევრს განათავსებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი