თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა, რომელიც 3 000 ადამიანს აერთიანებს. ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს.

"დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებას აქვს კრიზისის გადაჭრის პასუხისმგებლობა. ისტორია გვასწავლის, რომ ერთიანობით შეგვიძლია ცვლილებების მოტანა. 1917 წლის ეროვნული ყრილობის მსგავსად, საზოგადოებრივი ასამბლეა წარმოადგენს ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სივრცეს, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა:  

  • ერთობლივად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;  
  • მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით დაძლიონ მიმდინარე კრიზისი (წვლილი შეიტანოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში; მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტასა და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლებაში);  
  • შექმნან მექანიზმები, რომლებიც მომავალში მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება ქვეყანას.  

ამ მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივ ასამბლეას გააჩნია მოქმედი მექანიზმი - მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით შეეძლებათ მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება", - აცხადებენ დამფუძნებლები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი