„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი" | სად იწყება და მთავრდება მაგისტრალი?

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმის პრემიერმა კობახიძემ 2 თებერვლის აქციისთვის, თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორია საერთაშორისო მნიშვნელობის გზებში სახელდახელოდ შეიყვანა, თუმცა საიდან იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, ან სად მთავრდება,  ეს განსაზღვრული არ არის. ასევე არსად წერია ისიც,  სად გადის საერთაშორისო გზები თბილისში, ან რომელი ქუჩები განეკუთვნება ამ კატეგორიას. 

თუ რეჟიმის ლოგიკას გავყვებით, ნებისმიერი ქუჩა შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობის გზად მოულოდნელად მერიის, ან პოლიციის გადაწყვეტილებით გადაიქცეს. 

რა არის „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი ? - ასეთი შენობა-ნაგებობების ნუსხა ე.წ ხელისუფლებამ  2024 წლის 25 ოქტომბერს, არჩევნების გაყალბებამდე ერთი დღით ადრე შეადგინა. ჩამონათვალში შევიდა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები - პარლამენტი, სამინისტროები, საკრებულოები, ცესკო  და ა.შ. ასევე აეროპორტები, სამედიცინო დაწესებულებები და მაგისტრალური ნავთობსადენები. ზოგი მართლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ზოგი მხოლოდ ოცნების წევრებისთვის არის სტრატეგიული.  31 იანვარს, დაანონსებულ აქციამდე, 3 დღით ადრე  სიაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიც სასწრაფო წესით ჩაამატეს და ასევე სასწრაფო წესით მოაწერა ხელი ამ განკარგულებას ოლიგარქის კუთვნილმა კობახიძემ. 

რა არის და რომელია  საერთაშორისო მნიშვნელობის გზა?  2014 წელს მიღებული დადგენილებაში წერია, რომ თბილისში  4 ასეთი  გზა შემოდის: თბილისი-სენაკი-ლესელიძე; თბილისი-წითელი ხიდი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი; ფონიჭალა-მარნეული-გეგუთი.

და ეს გზები რა ადგილებს გადის თბილისში და რომელი ქუჩებია  დედაქალაქში სტრატეგიული მნიშვნელობის ?  - ამ კითხვაზე პასუხს ვერსად იპოვით. მოქალაქეებმა კი არა, ვინც ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი უნდა დაიცვას, იმანაც არ იცის დაწყებისა და დასრულების წერტილი.  

ე.წ პოლიციელებთან კითხვები 2 თებერვალს დავსვით, მაშინ როდესაც 8 ადამიანი უკვე დაკავებული ჰყავდათ და ისიც იცოდნენ, რომ მომდევნო დღეებში მათ სისხლის სამართლის მუხლით გაასამართლებდნენ. 
 

მთავარი შაბათს | 08.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი