მთავრობის ადმინისტრაციასთან შსს-ს თანამშრომლების მობილიზებაა. ისინი იქ აქციის ჩატარებას ელოდებიან, რომელიც არ გაიმართება.
"შაბათის მთავარმა" ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა. ჟურნალისტმა დღეს ღია ხაზზე დაურეკა გადაცემის წამყვანსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს და უთხრა, რომ აქციის მონაწილეები დღეს კანცელარიასთან შეკრებას გეგმავდნენ, საიდანაც სხვადასხვა ადგილას გადაინაცვლებდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების, ასევე დაკავების მანქანების მობილიზება.
ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში ყველას უსმენენ.