სიღნაღში სამოქალაქო აქტივისტის, ქეთი მოლაშვილის მშობლები საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო აქტივისტის, ქეთი მოლაშვილის მშობლები საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

მანანა ჯავაშვილი წნორის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი, მალხაზ მოლაშვილი კი სიღნაღის საკრებულოში ადმინისტრაციის უფროსი იყო. 

ჯავაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში ღიად აპროტესტებდა არალეგიტიმური ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას, რის გამოც ხელმძღვანელებისგან შენიშვნაც მიიღო. მან სახალხო დამცველს მიმართა. ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა დოკუმენტი სადაც, განმარტებული იქნება მისი გათავისუფლების მიზეზები, ამის შემდეგ კი სასამართლოში ჩივილს აპირებს. 

"ეს არ არის თვითმმართველობა, ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმი. ფაქტია, რომ მერმა ვერ გადაწყვიტა იმიტომ, რომ ღიად ვამბობ, არც ადგილობრივ, უშუალო ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, მერიას ნამდვილად არ უნდოდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. 

გამოდის კობახიძე და ამბობს, რომ ჩვენ ვაჩერებთ ურთიერთობას 2028 წლამდე. ეს გავაპროტესტე ღიად... მოვედი მერიაში, ღიად გავაპროტესტე, მაშინაც მითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა თუ წავიდოდი სახლში," - ამბობს გათავისუფლებული საჯარო მოხელე, მანანა ჯავაშვილი. 

ავტორი: ია გულიაშვილი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი