უსამართლობის მსხვერპლი | თორნიკე გოშაძის უსამართლო პატიმრობის შემდეგ რეპრესიული რეჟიმი მის დედასაც ემუქრება

გამოქვეყნდა:

იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სასამართლოში ე.წ. გზის გადაკეტვის ეპიზოდზე იბარებენ, არის ერთი ქალიც, რომელიც აქციაზე სხვებთან ერთად ითხოვს ახალ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამ პატიმრებს შორის კი მისი შვილიცაა, თორნიკე გოშაძე, რომელსაც რუსული რეჟიმი მისთვის უცნობ პირებთან ერთად გამოგონილ დანაშაულის ჩადენას აბრალებს და სხვა ახალგაზრდებთან ერთად ახლა საჩვენებლად სჯის.

შვილის უსამართლო პატიმრობის შემდეგ რეპრესიული მანქანა ახლა მის დედას მიადგა და 5 000 ლარიანი ჯარიმით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით ემუქრება ქალს, რომელიც 9 აპრილის უშუალო მონაწილეა და თვითმხილველია ეროვნული მოძრაობის ჩასახშობად მოწყობილი სისხლიანი რეპრესიებისა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი