ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა დოკუმენტის შესწავლის შემდეგ პროკურატურამ შესაძლოა დავით გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბაროს. კომისიის წევრები მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ღიადაც ისაუბრონ.
ძალიან შეშფოთებული ვარ საერთოდ იმით, რომ ეს ჩხრეკა და ბრლადებები ისმის. ერთხელ ვიყავი უკვე გამოკითხვაზე, თუ ისევ დამიბარებენ მივალ. თვითონ თემის საჯაროდ გამოტანა მე ვფიქრობ, არის უგუნური საქციელი, - ამბობს კომისიის ყოფილი თამჯდომარე, ივერი მელაშვილი.
ამ თემით სპეკულაციას ეროვნული ინტერესების ღალატად აფასებს ოპოზიციაც.
პროკურატურამ პირველ ოქტომბერს ჩხრეკა ჩაატარა 7 ადგილას, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ დავით გარეჯის კომისიის წევრები. მათ შორის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ამ დრომდე მუშაობს კომისიის ერთ-ერთი წევრი ივერი მელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმის გამოძიება დაიწყო.
საუბარია 2006-2007 წლების პერიოდზე. საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას გეგმავს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა რუკები, რომელიც ქართულ მხარეს კრემლთან დაახლოებულმა, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.