ივანიშვილის აღთქმული ქვეყანა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

პრორუსი ოლიგარქის ნაბიჯები  ყველაზე  მეტად  კრემლის  დიქტატორის,  ვლადიმირ პუტინის გზას  ჰგავს  და  იმეორებს. თუმცა არის განსხვავებაც, ივანიშვილი დემოკრატიის განადგურებას ძალიან სწრაფი ტემპებით შეუდგა.

ყველას აქვს თავისი აღთქმული ქვეყანა. საითაც მიდის და მიჰყავს თავისი ხალხი. ივანაშვილის აღთქმული ქვეყანა რუსეთია. საიდანაც არც ფინანსურად, არც მენტალურად არასდროს გამოსულა.

ივანაშვილს, ალბათ, არც აქვს პრეტენზია, რომ რამეს იგონებს. მთავარია, ზედმიწევნით გაატაროს, რასაც ეტყვიან. ისე, არც რუსს მოუგონია ყველაფერი - დიქტატორები სულ ერთი დიქტატით არიან ნაკეთები.

პუტინმა, ლუკაშენკომ, ტრუხილიომ, კასტრომ, ლენინმა და აიათოლებმა - ყველამ ასე აკეთა. ივანაშვილიც ასე იზამს - მედიასთან ერთად გადამწყვეტ შეტევას მიიტანს ყველაზე, ვინც ჩამოყალიბებულ ან პოტენციურ ლიდერად მიაჩნია.

ყველა დემოკრატია განსხვავებულია, მაგრამ ყველა დიქტატურა ჰგავს ერთმანეთს. საბოლოო ჯამში, ყველას კატასტროფისკენ მიჰყავს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი რეჟიმი. მთავარი განსხვავებაა, ადრე მოხდება ეს თუ გვიან და რამდენ ხანს გაგაჩერებენ დაუმარხავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი