"ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ამ ღირსშესანიშნავ მომენტს, თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და ინტეგრირდით ევროპულ ქსელში" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

8 თებერვალს, ბალტიის სამი ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გაითიშა ელექტროგადამცემი ქსელიდან, რომელიც აკავშირებს რუსეთს, ბელარუსსა და რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადს. ბალტიის ქვეყნები მთლიანად საკუთარ სიხშირულ ზონაში მოექცევიან და დაუკავშირდებიან კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელს. რომელიც მოიცავს ევროპის უმეტეს ქვეყნებს,  პორტუგალიიდან დაწყებული უკრაინასა და თურქეთამდე. ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციის პროექტში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

ბალტიის ქვეყნების რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯს ღირშესანიშნავს უწოდებს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ამ ღირშესანიშნავ მომენტს, თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და მთლიანად ინტეგრირდით ევროპულ ქსელში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ," - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი