საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში დღეს, 2 ოქტომბერს კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ჯამში ამ დროის მონაცემებით დღეს კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ორი 78 წლის ქალი და 72 წლის კაცი მკურნალობას ქუთაისის საავადმყოფოში გადიოდნენ.

გარდაცვლილი პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია. 

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 295 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 7 093;
  • გამოჯანმრთელებულია - 3 714;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 46;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი