EasyJet-ის ჰურგადა-მანჩესტერის რეისზე პილოტმა გონება დაკარგა | თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია EasyJet-ის ჰურგადა-მანჩესტერის რეისზე პილოტმა ფრენისას გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა. პილოტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მგზავრები ყვებიან, რომ ბორტგამცილებლები ბორტზე ექიმებს ეძებდნენ, მოგვიანებით კი გამოაცხადეს, რომ პილოტი შეუძლოდ გახდა.

მათი ინფორმაციით, ბორტზე მყოფმა მეორე პილოტმა მოახერხა და თვითმფრინავი ათენში, ავარიულად დასვა, თუმცა დაშვება "უხეში და საშინელი" იყო.

თვითმფრინავს ათენის აეროპორტში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი დახვდა. მგზავრები სასტუმროში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი