
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ 3 პაციენტიდან 2 ბათუმიდანაა ხოლო 1 ქუთაისიდან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი 90 წლის ქალია, ხოლო მეორე 57 წლის ქალი. ორივე მათგანი რეპსუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
90 წლის ქალს ჰქონდა COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, შოკი, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნე. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, - აღნიშნავს უწყება.
რაც შეეხება 57 წლის ქალს, მისი დიაგნოზი კორონავირუსის გარდა იყო ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ინსულტი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული, - აღნიშნავს უწყება.
ქუთაისში გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, გარდაცვლილი 69 წლის კაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
სამწუხაროდ, 46-ე გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, 69 წლის მამაკაცი აფხაზეთიდან იყო და მისი მდგომარეობა კრტიკულად მძიმედ ფასდებოდა, მას თანმხლები დაავადებები ქონდა რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე,კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. გვყავს 6 გამოჯანმრთელებული,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ჯამში ამ დროის მონაცემებით დღეს კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ორი 78 წლის ქალი და 72 წლის კაცი მკურნალობას ქუთაისის საავადმყოფოში გადიოდნენ.
გარდაცვლილი პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.
ბოლო მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.