
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 54,9% ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთის/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნებს ინტერესების გატარებას ემსახურება.
კითხვაზე, როგორ დაახასიათებდით დღესდღეობით "ქართული ოცნების" საგარეო კურსს, პროცენტები ასე გადანაწილდა:

კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის "დიფ სთეითის" და გლობალური ომის პარტიის ანტიქართული გავლენები, გამოკითხულები ასე პასუხობენ:

გარდა ამისა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 86,3%, NATO-ში - 74,25%.

რაც შეეხება აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით იმას, რომ აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გამოკითხულები ასე პასუხობენ:

კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.