საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა.
მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახის ამომცნობ კამერებს აქტიურად იყენებს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
"სამართალდარღვევის საქმეებში სასამართლო ხშირად მხოლოდ ამ კამერების მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, არ აფასებს მათი მოპოვების კანონიერებას, ასევე პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად", - წერს საია.
შეკრების უფლების დარღვევის მზარდი პრაქტიკის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს: