"ერთ ჭეშმარიტებას მივხვდი - თურმე აქციები კი არა, ზამთარი ყოფილა მილევადი. ცოტაც გაუძელით და მალე ისეთი ხალხი შემოგიერთდებათ, ცხოვრებაში რომ არ ყოფილან ჩვენ მხარეს. მალე დადგება ის დროც, როცა რიგით პოლიციელებსაც ამოუვათ ყელში. მალე ყველა მიხვდება, რომ ესენი ყველაფერს იტყუებიან, აბუ დაბის ინვესტიციიანად. უბრალოდ საუბარი დაგვჭირდება, რომ ჩვენ ყველა ერთნი ვართ და მხოლოდ ისინი დგანან სხვა მხარეს. აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად!"
- წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი, იუმორისტი ონისე ცხადაძე.