"შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად იქნება ერთიანი სამუშაო პროცესი" | გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო მომავალ კვირაში ევროპარლამენტში დაგეგმილ პროცესებს, ასევე მიუნხენის კონფერენციას, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიემგზავრება.

როგორც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, შეთანხმდნენ დანაშაულებრივი სისტემის დავალებების შემსრულებელი პირების ერთიანი სიის გაკეთებაზე და მასში შევლენ, სისტემის მსახური გამომძიებლები, მოსამართლეები, პროკურორები, ცრუ მოწმეები, თუ სხვადასხვა მტკიცებულებების გამყალბებლები.

ვაშაძის თქმით, პარტნიორებთან მუშაობა სახელობითი სიების საფუძველზე მოხდება, იმისთვის რომ მათი სანქცირება მოხდეს, ან სხვა შეზღუდვები დაწესდეს. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ასევე შეთანხმდა საერთო პლატფორმაზე, რომლის ფორმატშიც იქნება ერთიანი სამუშაო  პროცესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი