"ლევანი გააგრძელებს ბრძოლას "ოცნების" რეჟიმთან - შეშინებული ხელისუფლების ერთადერთი მაშველი რგოლი ძალადობაა" | გახარია გოგიჩაიშვილის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია მისი პარტიის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის დაკავებას ეხმაურება. 

"შეშინებული, უსუსური ხელისუფლების ერთადერთი მაშველი რგოლი არის ძალადობა. ამიტომ, ყველანი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ფული, რაც ყველაზე ძვირფასია მისთვის, დაკარგოს ძალაუფლება, რომ არ ჰქონდეს შესაძლებლობა ასე იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, რასაც აკეთებდა არჩევნების შემდეგ... ლევანი ებრძოდა "ნაციონალური მოძრობის" რეჟიმს, ლევანი გააგრძელებს ბრძოლადს "ოცნების" რეჟიმთანაც... ვიღაცას თუ ჰგონია, რომ პოლიციის ფორმა და ნიღაბი არის ინდულგენციის სიმბოლო - ვერ გახდება, ეს ნიღაბი გახდება "ოცნების" რეჟიმის სიმბოლო... ახლა ლევანი უნდა ვიპოვო", - თქვა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული. 

მანამდე, ადვილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ოლიგარქის პოლიცია მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა. ამ დროს, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, მოგვიანებით კი, კიდევ 2 ადამიანი დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი