
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ლევან გოგიჩაიშვილის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
"აქ რომ ყოფილიყო ძალადობა, ექსცესები, რადიკალური გარემო... ჯერ არ ვიცით ლევანი სად არის. ლევან ეს გამოვლილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროსაც და ახლაც. სამწუხაროა ეს ყველაფერი", - თქვა გახარიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, ლევან გოგიჩაიშვილის გარდა, სხვა დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ასევე პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელია - ის ფრაქციის მძღოლი - ლევან სუთიაშვილია. მისი ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია.
ცნობისთვის, მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
მანამდე, ადვილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ოლიგარქის პოლიცია მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა. ამ დროს, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, მოგვიანებით კი, კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.