"ჰამასმა" ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა | ისრაელი "ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა და თელავივს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ჰამასის" სპიკერის, ჰუდჰაიფა კაჰლოუტის თქმით, ისრაელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა "ჰამასის" გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის უხეშ დარღვევად შეაფასა და თქვა, რომ სამხედროებს მზადყოფნისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. პირველ ეტაპზე 33 ისრაელელი უნდა გათავისუფლებულიყო - ცნობილია, რომ 16 სახლში უკვე დაბრუნდა. მოგვიანებით ისრაელმა თქვა, რომ დარჩენილი 17 ადამიანიდან 8 გარდაცვლილია - შესაბამისად ტერორისტულმა ორგანიზაციამ კიდევ 9 ადამიანი უნდა გაათავისუფლოს. 

ჰამასმა ასევე გაათავისუფლა ტაილანდის 5 მოქალაქე, ცალკე შეთანხმების საფუძველზე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი