პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი თავისუფალია. ინფორმაციას მისი ცოლი ავრცელებს.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ლევანი კარგადაა, ახლა ვესაუბრე, ისევ რუსთაველზე მიდის. მადლობა მხარდაჭერისთვის, მერიდება კიდეც ლევანზე საუბარი, ამდენი უსამართლოდ დაკავებული პატარა ბიჭების და მოშიმშილეების ფონზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვერაფერს ივანიშვილი ვერ გახდება. დღევანდელი დღე იყო მაინც ძალიან ლამაზი: რუსთაველზე მივედი და ჩემი თვალით ვნახე ხალხმა როგორ გაყარა თვითმარქვია პოლიცია. ასე გავდევნით რეჟიმს ამ ქვეყნიდან", - წერს გოგიჩაიშვილის ცოლი, ვიკა ბუკია.
ცნობისთვის, მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
მანამდე, ადვილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ოლიგარქის პოლიცია მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა. ამ დროს, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, მოგვიანებით კი, კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.