გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის ტერიტორიაზე, სადაც სტრატეგიული საავიაციო აეროდრომი მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ზე წერს, რომ იყო რამდენიმე აფეთქების ხმა; ტელეგრამის სხვადასხვა არხები ვიდეომასალასაც აქვეყნებენ.