აქტივისტი, გიორგი მუმლაძე წერს, რომ ის კიდევ ერთხელ დააჯარიმეს 5 000 ლარით.
მისი თქმით, მიზეზი გზის გადაკეტვის ბრალდებაა.
"ახლა რუსთაველზე ვარ, ფორმიანებს მეორე 5 000-იანი ჯარიმა გამოუწერიათ და მიუტანიათ ჩემთან. 8 თებერვალს რუსთაველს კეტავდაო. პირველი ჯარიმა 7 თებერვლის ეპიზოდზე იყო გამოწერილი! ხვალ, 4 თებერვლის ეპიზოდზე შეაქვთ “სასამართლოში” კიდევ ერთი საქმე. ამ ბარდაგზე, ჩემი პასუხია, ჯიუტად და ამაყად რუსთაველზე. საქართველო გაიმარჯვებს", - წერს მუმლაძე.