აქტივისტი, ნიკა ნარსია 5 000 ლარით კიდევ დააჯარიმეს.
"კიდევ მეწვივნენ ბიჭები, მეორე 5 000 ლარით "დამასაჩუქრეს". მანიაკები არიან, ყოველ დღე 5 000 ლარი ჯარიმა სამშობლოს სიყვარულისთვის, ელოდებოდნენ 8 თვის ბავშვიან ჩემს მეუღლეს და შეცვივდნენ სახლში. აქ მომეცით აქციაზე ეგ ჯარიმები, ოჯახს ნუ აწუხებთ", - წერს ის.
ნარსია, სხვა აქტივისტების მსგავსად, გზის გადაკეტვის მოტივით დააჯარიმეს.