"საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" | ჯო უილსონმა აშშ-ის კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მას თან ჰქონდა ფოტო აშშ-საქართველოს მეგობრობის მარშიდან.

უილსონმა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილი საქართველოს ომის დამნაშავე პუტინზე, ირანის რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტური პარტიაზე ჰყიდის.

"ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს, რომელიც უკვე 76-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - თქვა მან.

სიტყვით გამოსვლისას უილსონმა განაცხადა, რომ რეჟიმმა "შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და ეწვია ირანს იმ დროს, როცა ირანის რეჟიმმა დონალდ ტრამპის მოსაკლავად მკვლელები გაგზავნა".

უილსონმა გაიმეორა, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც გამბედავად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი