ოლიგარქის სასამართლომ, გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის გიგი უგულავა სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გიგი უგულავას შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
ცნობისთვის, უგულავას "თბილისი მოლთან" გამართული აქციის დროსაც ედავებიან გზის გადაკეტვას. ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
5 თებერვალს სასამართლომ გიგი უგულავას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდა.