
დაუგეგმავ რთველს, ჩასაბარებელი ყურძნის ფასსა და ჩამბარებელ ქარხნებში არსებულ რიგებს აპროტესტებენ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის მევენახეები. მათ პროტესტს პარტია “ლელოს“ და გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკატერინე ქვლივიძეც შეუერთდა.
ხელისუფლებას არ აქვს არც ხედვა, არც გეგმა, არც მენეჯმენტის უნარი და არც ამ ხალხთან ლაპარაკის თავი. ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ თავის ნაშრომის შედგად მიიღონ გასამრჯელო. ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანების უზარაზარი რიგი დგას მარნებთან, - ამბობს პარტია
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
მევენახეები განიცდიან, რომ მთელი წლის ნაშრომი წყალში ეყრებათ, ყურძენს ვერ აბარებენ, სახლში კი მისი დაწურვის საშუალება არ აქვთ.