ერთადერთი გზა, პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს საქართველო, არის ახალი და სამართლიანი არჩევნები - ამბობს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე
ევროდეპუტატებმა რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს:
"კმაყოფილი ხართ იმ რეზოლუციით, რომელიც ხვალ უნდა იყოს მიღებული? არაფერი არ არის იქ სასიხარულო. ასეთი რეზოლუცია უკვე მესამეა გასულ რამდენიმე თვეში და ეს უკავშირდება იმას, რაც ხდება საქართველოში. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამას მოვუწოდებთ ამ რეზოლუციით ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუშაობდნენ ამ რეზოლუციაზე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ" - განაცხადა ურმას პაეტიმ.
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, დანიუს ჟალიმასი კი ამბობს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია ივანიშვილის რეჟიმის მიერ.
მისივე თქმით:
"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დაკავება, დაჭერები ვერ განხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს გარეშე და ამიტომ ყველა პროკურორი და მოსამართლე ასევე უნდა გახდეს ამ სანქციების საგანი.
მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომისიამ უნდა იმოქმედოს ახლავე, დაუყოვნებლივ და ის თანხები, რომელიც იყო განკუთვნილი საქართველოს მთავრობისთვის, გაანაწილოს დამოუკიდებელ მედიაზე და სამოქალაქო სექტორზე და ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს"
ზურაბ ჯაფარიძემ ევროპელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
"მე დავიწყებ მადლობის გადახდით. დიდი მადლობა, რომ ქართველებს ასე უჭერთ მხარს. ქართველი არის ეროვნება, რომელიც ევროპას განიხილავს როგორც თავის სახლს. თქვენ იცით, რომ ახლანდელმა მთავრობამ მიიტაცა ყველა ინსტიტუტი სახელმწიფო და ცდილობს, რომ გადაახვევინოს ქვეყანას თავისი ევროპული გზიდან.
თქვენ იცით, რომ ქართველები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში და ითხოვენ თავისუფლებას, დემოკრატიას და სათანადო ადგილს ევროკავშირში. მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ეს არის მთლიანად კავკასიის ბედი, თქვენ იცით, რომ შავი ზღვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობთ, რომ თუ ევროპა გვერდში დაგვიდგება არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ დე ფაქტო მთავრობას... ერთადერთი სხვაობა ბელარუსსა და საქართველოს შორის არის ის, რომ საქართველოში ხალხი ჯერ კიდევ გადის ქუჩაში და ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ რაც კი ბერკეტები გააჩნია ევროკავშირის ინსტიტუტებს ყველაფერი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი განხორციელდეს. ქართველი ხალხი დარწმუნებული არის, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირი და არა რუსეთი," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"მე მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით, რომ გითხრათ, ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ არიან მისი წარმომადგენლები. ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის არს პრეზიდენტის ზურაბიშვილი" - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვა ევროპარლამენტში მიმდინარე პრესკონფერენციაზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ და ევროპელ პოლიტიკოსებს რეჟიმის ტყვეების ფოტოები უჩვენა, ჩამოთვალა მათი სახელები და დაასახელა რეჟიმის მოძალადე პოლიციელები და მოსამართლეები.
ასევე, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ მიმართ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და უნგრეთის პრემიერ ორბანს, რომელიც ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლებისთვის ევროპული სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერენ - "სლოვაკები და უნგრელები არ უჭერენ მხარს ასეთ საქართველოს, მაგრამ თქვენ მხარს უჭერთ მოძალადეებს და არა ქართველ ხალხს" აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
"მე მინდა დავიწყო იმით, რომ მივმართო ბატონ ორბანს და ბატონ ფიცოს. მე მინდა ვუთხრა მათ, ვინ არიან ქართველები, ვინ წარმოადგენს მათ და ვინ არა. ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხისა არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. წერტილი. ეს არის საქართველოში ფართოდ აღიარებული სიმართლე. ვინ არიან ქართველები? ქართველი არის მზია ამაღლობელი, რომელიც არის დაპატიმრებული და, მე ვიტყოდი, არის რეჟიმის მძევალი. მან გამოიარა წამება და ოცდამეხუთე დღეა, შესაძლოა მეტიც, რაც შიმშილობს. ის იბრძვის არა საკუთარი, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვის. მას არანაირი სხვა ინსტრუმენტი არა აქვს ამის გასაკეთებლად, გარდა შიმშილობისა. ის არის საქართველო, ბატონო ფიცო, ბატონო ორბან. ვინ არ არის საქართველო? მისი მწამებელი, ბატონი დგებუაძე. 33 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია. ის არის ამ საშინელების ავტორი. ეს არის მისი უფროსი - აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია. ისინი არ არიან საქართველო. მზია არის საქართველო, ბატონო ფიცო და ბატონო ორბან. ეს არის ახალგაზრდა მოსამართლე სახელაშვილი, რომელმაც მზია გისოსებს მიღმა გაუშვა. ის არ არის საქართველო, მზია არის საქართველო. საბა სხვიტარიძე არის საქართველო - ჩემი პარტიის წევრი, რომელიც ორჯერ სცემეს პოლიციაში, არ მისცეს ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობის საშუალება და არც სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალება. გიორგი ქამხაძე, რომელმაც ის აწამა, არ არის საქართველო. იქ სხვა ნიღბიანებიც იყვნენ, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ეს არის ამოცნობილი. მოსამართლე ხუჯაძე, რომელმაც საბა გაუშვა პატიმრობაში და არა მისი მწამებელი. მეორე მოსამართლე, რომელმაც საბა ციხეში გაუშვა, არის მარიდაშვილი. ესენი არ არიან საქართველო, მაგრამ თქვენ სწორედ მათ უჭერთ მხარს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც უნგრელი და არც სლოვაკი ხალხი ამ კანიბალებს არ ემხრობა, მაგრამ თქვენ ემხრობით, რაღაც მიზეზების გამო. თქვენ მხარს უჭერთ მწამებლებს, უზურპატორებს და იმ ხალხს, ვინც საქართველოში კონსტიტუციური წესრიგი დაარღვია.
ჩვენი კოალიციის ყველა წევრი, ლიდერები - ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და მე, ნიკა გვარამია, ბოლო კვირების განმავლობაში ვიტყავით გისოსებს მიღმა. არავინ იცის, რატომ. ახლა, როდესაც მე აქ ვლაპარაკობ, ზურას მეუღლესთან სახლში პოლიცია მივიდა და არავინ იცის, რა უნდოდათ მათ. ჩემი ახალგაზრდა თანაშემწე, მირანდა, 5 000 ლარით დააჯარიმეს, რაც დაახლოებით 2 000 ევროა და ეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოხდა. ამაში დამნაშავე ქართული ოცნების დრაკონული კანონებია, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ადამიანები დაჯარიმდნენ სასამართლო პროცედურებისა და მტკიცებულებების გარეშე. სწორედ ამას უჭერთ მხარს თქვენ, ბატონო ფიცო და ბატონო ორბან.
ეს ხალხი არის საქართველო, ისინი არიან გისოსებს მიღმა, არიან პოლიტიკური პატიმრები და ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს. ისინი არიან საქართველო და არა მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, რომლებიც აწამებენ მათ და თავისუფლებას ართმევენ. თქვენ ამ კანიბალებს უჭერთ მხარს, ბატონო ფიცო, ბატონო ორბან. ისინი არ არიან საქართველო, ეს ხალხია საქართველო და ისინი იქცევიან ევროპული და ქრისტიანული ფასეულობების შესაბამისად.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს თბილისში, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ, არავინ თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან და ჩვენ კონსოლოდირებულები ვართ ერთი იდეის გარშემო. ეს არის დემოკრატიული საქართველო, ევროპული მომავალი. ენმ, ლელო, გახარიას პარტია და ჩვენი კოალიცია ერთ აზრზე ვართ, რადგან ჩვენი სამშობლოსთვის ვმუშაობთ და არა ჩვენი კარიერისთვის. საქართველო არის პირველ რიგში, საქართველო არის ევროპა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ოცნება თვითონ მოაგვარებს ამ პრობლემას და ამიტომ გვჭირდება ქმედება, მე ვფიქრობ რომ ბატონი ჰერჩინსკი უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არ გვაქვს დრო, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება, პოლიციური რეჟიმი ახდენს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას და ამას იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ამიტომ ჩვენ არამხოლოდ საქართველოს დავკარგავთ, არამედ ჩვენს პრინციპებსაც ვუღალატებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროგრამა კომისიის 2025 წლის იქნება - დაიწყეთ საქართველოდან და დაუჭირეთ მხარი იქ დემოკრატიულ პარტიებს" განაცხადა პრესკონფერენციის დასასრულს პეტრას აუსტრევიჩუსმა.
[სინქრონული თარგმანი]