"არჩევნების შემდეგ დაუწესდეთ შეღავათები, სტიპენდია, მივცეთ პრიორიტეტი" | პრეზიდენტი რეჟიმის ტყვეებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარებისა და ახალი ხელისუფლების პირობებში ტყვეებს გარკვეული შეღავათები უნდა დაუწესდეთ.

"ამ ადამიანებს, ამ მებრძოლებს დავპირდეთ, რომ როგორც კი ჩატარდება არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეთ შეღავათები. ხდება ბევრ ქვეყანაში, ომების ვეტერანებისთვის, ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი, ქართლი ოცნება, რომელიც გვპირდებოდა მშვიდობას, გამოუცხადა ომი თავის მოსახლეობას და ვართ ომში და ესენი არიან ჩვენი ხვალინდელი ვეტერანები, ახალგაზრდა ვეტერანები, მაგრამ უნდა მივხედოთ მათ და მართლაც დავუწესოთ ვის სტიპენდია, ვის შემდეგ მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურში შესვლასა თუ დაბრუნებაზე, მერე შეიძლება ვიფიქროთ, რა ტიპის შეღავათები იქნება ეს", - თქვა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი