"ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი გვქონდა" | ტრამპი პუტინზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად "დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს".

ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth-ზე წერს, რომ საუბარი "ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული" იყო.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, ვესტუმრებით ერთმანეთის ქვეყნებს", - წერს ტრამპი.

მისი თქმით, პუტინთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი