აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ სენატორი როჯერ უიკერი დაინიშნა.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, პოსტის დაკავებისას მან "ქართულ ოცნებაზეც" ისაუბრა. უიკერმა თქვა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაგასაყარზეა.
"სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, რომ გამძლე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ, ათწლეულების განმავლობაში ძალადობისა და არასტაბილურობის შემდეგ. ამასობაში, საქართველოს დემოკრატია გზაგასაყარზეა, როცა პარტია "ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და დააშოროს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას", - თქვა უიკერმა.
მისივე განცახდებით, ამ ისტორიულ მომენტში აშშ აქვს შესაძლებლობა, წაახალისოს რეგიონული სტაბილურობა და გააძლიეროს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აშშ-ის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასაც.
მანამდე ამ პოსტს ჯო უილსონი იკავებდა. ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის თანათავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.