რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა - ჯერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რეგიონებში 83 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
უწყების ცნობით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 - კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში, 9 - ტვერის ოლქში, სამ-სამი - ბელგოროდის, კალუგას, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში, როსტოვში კი ერთი დრონი გაანადგურეს.
რუსეთი ამბობს, რომ უკრაინა ყოველდღიურად უტევს საზღვრისპირა ობიექტებს.