"მოწოდებაა, რომ EU ქვეყნებმა მიბაძონ ბალტიის ქვეყნებს, როგორც მათ ინდივიდუალურად დაასანქცირეს კონკრეტული ადამიანები, იგივე გააკეთოს 25-მა ქვეყანამ" | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ რეზოლუციაში ყველა მნიშვნელოვან საკითხზეა აქცენტი გაკეთებული და მოწოდებაა, რომ საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ევროკომისიამ უფრო აქტიურად იმუშაოს.

"ყველაფერი მოხდა საბოლოოდ ამ შეჯერებულ ვერსიაში. საუბარი არის არჩევნების შედეგის არაღიარებაზე, შესაბამისად არ აღიარებენ არც პარლამენტს და არც ყაველაშვილს. ეს ტექსტსაც ეტყობა, არსად მათ მთავრობად არ მოიხსენიებენ. ბევრი ტექსტია პოლიტპატიმრებზე. მნიშვნელოვანი აქცენტია, რომ ბრიუსელმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. პირდაპირ წერია, რომ ევროკომისიის ნაბიჯები არაა ბოლომდე ადეკვატური იმ რეალობისა, რომელიც არის შექმნილი.

სანქციებზეა ბევრი ტექსტი და ჩამოთვლილია სახელი და გვარები, სადაც ივანიშვილის მთელი ოჯახია, ფართო გაგებით, შეყვანილი, "ბიზნესმენები" და პროპაგანდისტებიც. ერთ-ერთი ჩანაწერი არის ის, რომ გარკვეულ საკითხებში, რასაც ვერ იღებს ევროკავშირი კონსენსუსით, იმიტომ რომ უნგრეთი და სლოვაკეთი უშლიან ხელს, პირდაპირ არის მოწოდება რომ მიბაძეთ ბალტიის ქვეყნებს, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალურად დაასანქცირეს კონკრეტული ადამიანები, იგივე გააკეთოს 25-მა ქვეყანამ," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი