ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ზურაბიშვილი 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც მის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან. 

"მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება." ნათქვამია ინფორმაციაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი