სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მდებარე სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 25

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ ბუსანში მდებარე სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სახანძრო სააგენტო ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 25 ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები, მათ შორის ზოგიერთს აღენიშნება კვამლის შესუნთქვა. ვერტმფრენმა, თავის გადარჩენის მიზნით სახურავზე ასული 14 ადამიანი გამოიყვანა. 

ხანძარი, სავარაუდოდ შენობის პირველ სართულზე დახურული საცურაო აუზის მახლობლად საიზოლაციო მილში გაჩნდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩოი სანგ-მოკმა გასცა ბრძანება, რომ გამოყენებული იქნას ყველა არსებული რესურსი ხანძრის ჩასაქრობად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი