ე.წ ბორდერიზაციის 11 შემთხვევა | ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 123-ე შეხვედრა იმართება

გამოქვეყნდა:

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 123-ე შეხვედრა იმართება.
მხარეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს. 

წინა შეხვედრიდან დღემდე ე.წ ბორდერიზაციის  თერთმეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში. ოკუპანტებმა განაახლეს რკინის ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი