მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. მას სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაში მონაწილეობს დელეგაცია აშშ-დანაც. კონფერენციის მონაწილეებს გერმანიის პრეზიდენტი, ფრან ვალტერ შტაინმაიერი მიმართავს. იქამდე კი განცხადება გააკეთა მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰოისგენიმ.
"პუტინმა დაანგრია ევროპული არქიტექტურა, როდესაც აირჩია კონფრონტაცია და არა თანამშრომლობა და სამწუხაროდ ჩვენ დღესაც გვიწევს გამკლავება მის ომთან უკრაინის წინააღმდეგ. მე თბილად მივესალმები უკრაინის დელეგაციას. ევროპაში, როდესაც ჩვენ გვაქვს უთანხმოება, ერთმანეთთან ომს კი არ ვაწარმოებთ, არამედ ვაგვარებთ ამას ბრიუსელში ან ლუქსემბურგის სასამართლოში." განაცხადა მან.
სამი დღის განმავლობაში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. მთავარი საკითხი უკრაინის ომია.
დღეს პანელური დისკუსია დაეთმობა საქართველოსაც, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.