"რუსეთს სურს შეაფერხოს 30 წლიანი სვლა ევროინტეგრაციისკენ; მათი ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

ამჟამინდელ ძალაუფლებას არ აქვს ლეგიტიმურობა, ის არის ერთპარტიული სისტემა  - ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე.

სალომე ზურაბიშვილი დეტალურად საუბრობს იმ მეთოდებზე,რომელიც "ოცნების" რეჟიმმა არჩევნების მითვისებისთვის გამოიყენა.

მან ისაუბრა უწყვეტი პროტესტის მიმდინარეობაზე მიუხედავად იმ რეპრესიებისა და დრაკონული კანონებისა, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება იღებს და აღნიშნა, რომ რუსეთს სურს საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩეროს და ამისთვის ჰიბრიდულ მეთოდებს მიმართავს:

"რუსეთს სურს შეაფერხოს 30 წლიანი სხლა ევროინტეგრაციისკენ. რუსეთი ცდილობს ეს ყველაფერი უკან წაწიოს და ცდილობს რომ უფრო მარტივად გამოუვიდეს ეს ვიდრე უკრაინაში. რა თმა უნდა, იქ არ გაუმარჯვია, 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია თავის მიზნებს, ძალიან ბევრი დაუჯდა ადამიანური რესურსების თვალსაზრისით... მაღალი რიცხვებია ეკონომიკური ხარჯიც და პრესტიჟის დანაკარგი, რომ ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რაც სურდა რუსულ სამხედრო ელიტას და ალტერნატიული ჰიბრიდული სტრატეგია გახლავთ - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით? გავაკონტროლოთ ძალაუფლება საქართველოში?..." ამბობს ზურაბიშვილი. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი