დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საოკუპაციო რეჟიმმა 35 ე.წ საარჩევნო ოლქში 152 საარჩევნო უბანი გახსნა.
ორი ექსტრატერიტორიული საარჩევნო უბანი გაიხსნა რუსეთში - მოსკოვსა და ჩერკესკში.
ე.წ ამომრჩეველთა სიაში 134 ათასზე მეტი ადამიანი.
ე.წ პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძვის: ადგურ არძინბა, რობერტ არშბა, ოლეგ ბარციცი, ბადრა გუნბა და ადგურ ხურხუმალი.