მშვიდობის და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს.
"სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საძირკველია. შეზღუდვის დაწესება და ჟურნალისტების დაკავება არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ვიმედოვნებ, რომ მზია ამაღლობელი რაც შეიძლება მალე გამოვა ციხიდან და გააგრძელებს საკუთარ საქმეს," - ნათქვამია შირინ ებადის წერილში.
ნობელის პრემიის ლაურეატის წერილს გამოეხმაურა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
"მადლობა დოქტორ შირინ ებადის 2003 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს მზია ამაღლობელის თავისუფლების მხარდაჭერისთვის." - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტი, „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე 35-ე დღეა, შიმშილობს.