მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდებიან უკრაინელები და რუსები - ამერიკელები, როგორც შუამავლები | კელოგი

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ აშშ იმოქმედებს როგორც შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის - ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როგორი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ აშშ-ს ფილოსოფია არის მკვლელობებისა და ომის შეჩერება - თქვა მან მიუნხენის კონფერენციაზე. 

„აქ ვარ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაგროვებლად. მე დიპლომატი ვარ. მაგიდასთან ისხდებიან უკრაინელები და რუსები და ამერიკელები, როგორც შუამავლები“, - განმარტა კელოგმა. მისივე თქმით, უკრაინაში ომი ერთ წელზე ნაკლებ დროში უნდა დასრულდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად იქნება პუტინთან მოლაპარაკებისთვის „მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტრამპთან და ევროპასთან საერთო გეგმა იქნება“.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი