პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან არ მისცა მინისტრებს უფლება, ხელი მოეწერათ შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე. ზელენსკის თქმით, შეთანხმება მოუმზადებელია და არ იცავს უკრაინის ინტერესებს.
„მინისტრებს არ მივეცი საშუალება, ხელი მოეწერათ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის, რადგან ის მზად არ არის, ის არ იცავს ჩვენს ინტერესებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მინისტრთა დონეზე აფორმებენ.