"ჩვენი მთავარი გზავნილი მივიტანე ყველა პარტნიორთან" | ზურაბიშვილი მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ვიზიტი და გამართული შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მთავარი გზავნილი ყველა პარტნიორს გადასცა: 

"ჩვენი მთავარი გზავნილი მივიტანე ყველა პარტნიორთან:
დღეს საქართველო არის ადგილი, სადაც არჩევნებსა და მის დემოკრატიულ წყობაში, რუსეთის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციით, ჰიბრიდული ჩარევის ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
ჩვენც ვამზადებთ არჩევნებს, ეს არჩევნები უთუოდ დაინიშნება! და როცა დაინიშნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ტექნოლოგიურად დავიცვათ არჩევნები.
პარტნიორებს გადავეცი გზავნილები ჩვენი პატიმრების შესახებ - მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც დღეს კიდევ შიმშილობს და რომელიც ყველასთვის ძალიან დიდი გამძლეობის მაგალითია.
ყველას - ჩვენს პარტნიორებსაც და საერთაშორისო მედიასაც გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების გზავნილები და ის წერილი, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მეტი ყურადღება და მეტი დახმარება გამოიჩინონ დღეს ძალიან რთულ პირობებში მყოფი მედიის მიმართ.
ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზანი ისაა, რომ დღეს, როცა მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა - რას გააკეთებს ამერიკა და როგორ მოიქცევიან ევროპელები, არავის დაავიწყდეს საქართველო, რომ ჩვენც როგორც ევროპის, ასევე ამერიკისთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა ვართ და აქაც უნდა გამოიჩინონ ის მხარდაჭერა და გამძლეობა, რომელიც აუცილებელია თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვებისათვის, მომავალი საქართველოსა და ჩვენი პარტნიორებისთვის." აცხადებს პრეზიდენტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი