ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ

გამოქვეყნდა:

მომავალ კვირაში ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ.

საგანგებო სამიტის მიზეზი ლიდერების შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აგრძელებს.

სამიტს, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრიც დაესწრება.

სამიტის ჩანიშვნას წინ უძღოდა უკრაინის საკითხზე დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.

თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინაც იყო მიწვეული, თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მის ქვეყანას ასეთი მოწვევა არ მიუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი